|
2021-05-05 13:00:15, 601 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - პირველად მესმის ასეთი ტიპის ამნისტია, სადაც ბრალდებულის ნებაზეა, დანაშაული დეკრიმინალიზდება თუ არა
პირველად მესმის ასეთი ტიპის ამნისტია, სადაც ბრალდებულის ნებაზეა დამოკიდებული, დანაშაული დეკრიმინალიზდება თუ არა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლებისა და ოპოზიციის არგუმენტაცია უნდა მოისმინოს. „პირველად მესმის ასეთი ტიპის ამნისტია, სადაც ბრალდებულის ნებაზეა დამოკიდებული, დანაშაული დეკრიმინალიზდება თუ არა. ამიტომ, კარგად უნდა მოვისმინო ეს პროცესი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მთელი არგუმენტაცია, რომ რაღაც გადაწყვეტილება მივიღო. იმის მიუხედავად, ვის რა უნდა, ციხეში არ უნდა ჩავტოვოთ არავინ, ეს არის შეთანხმების სულისკვეთება. ამაზე შევთანხმდით ჩვენ შარლ მიშელთან. კონტრაქტი ჩვენთვის წმინდაა და მისი შინაარსი ზუსტად გვინდა შევასრულოთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი, 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა იმ პირის სისხისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)