|
2021-05-05 10:39:14, 764 ნახვა
პოლიტიკა
დავით ჭიჭინაძე - 15 მაისის აქციაზე მელია უნდა დასახელებულიყო ოპოზიციის ერთიან კანდიდატად, მაგრამ ფინალში შეგვრჩა მასხარა პოლიტიკოსები
15 მაისის აქციაზე ნიკა მელია უნდა დასახელებულიყო ოპოზიციის ერთიან კანდიდატად, მაგრამ ერთობა ბევრს დააწვა ტვირთად და ფინალში შეგვრჩა მასხარა პოლიტიკოსები, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტში შესული ოპოზიცია ბოლომდე დაუნდობლად აჭერს ნიკა მელიას წიხლს, რადგან სწორედ მისი რეპუტაციის ხარჯზე უნდათ თავიანთი დამარხული რეპუტაციის გადარჩენა. „ჯერ კიდევ არ იციან პარლამენტში შესულებმა, რომ არცერთი მათი ინიციატივა გათვალისწინებული არ იქნება, რადგან გამორიცხულია ტვინგადატრიალებულ კობახიძეს რამე გააგებინო საკუთარი ინტერესის გარდა, თუ, რა თქმა უნდა, გარიგებაში არ შევიდნენ მასთან. შესაბამისად, გვაქვს რეალობა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია ციხეშია გამოკეტილი და ესენი გარეთ, ნიკა ბოლომდე ცდილობს კორექტული იყოს, პარლამენტში შესული ოპოზიცია კი, ბოლომდე დაუნდობლად აჭერს მას წიხლს, რადგან სწორედ ნიკას რეპუტაციის ხარჯზე უნდათ თავიანთი დამარხული რეპუტაციის გადარჩენა. მოკლედ, ყველამ კარგად იცის, რომ 15 მაისის აქციაზე, ნიკა მელია უნდა დასახელებულიყო ოპოზიციის ერთიან კანდიდატად. მაგრამ ეს ერთობა ბევრს დააწვა ტვირთად და ფინალში შეგვრჩა მასხარა პოლიტიკოსები - მაგალითად ვაშაძე, ვინც „ნაციონალებთანაც“ კი ვაჭრობდა სიაში ადგილებზე და ვისი ფინანსების წარმომავლობაც ძალიან საინტერესოა და ასევე ბიზნესმენები, ვინც პოლიტიკაში ძალით შეიყვანეს, შესაბამისად, ბიზნესის წესით თამაშობენ და არა პოლიტიკის და საკუთარი თავის გადასარჩენად ვაჭრობენ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)