|
2021-05-04 14:36:35, 752 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ნიკა მელია საკუთარი გუნდისა და ბელადის მსხვერპლია, თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა
სამწუხაროა, რომ მელია კიდევ ერთხელ გაება თავისი გუნდისა და ბელადის მიერ დაგებულ ხაფანგში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნიკა მელია ცდილობს სახე შეინარჩუნოს და ისევ ვაჭრობა დაიწყო. „ნიკა მელია საკუთარი გუნდისა და ბელადის მსხვერპლია. თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. ამ ახალგაზრდას ძალიან ვგულშემატკივრობ, რადგან პარტიაში რებრენდინგი დაიწყო. ჩემთვის პარტიაში მის მიერ მიყვანილ ახალგაზრდებთან დებატები უფრო საინტერესოა, ვიდრე მაგალითად, გუბაზასთან, ბარამიძესთან და სხვა ოდიოზურ ფიგურებთან. ეს მას არ ეპატია და ახლა თავის სიტყვებსა და პრინციპებში გაიჭედა. დღეს კიდევ მოვისმინეთ მორიგი მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. დათანხმდეს იმ გირაოს და ხვალვე გამოვა! ახლა უბრალოდ ცდილობს სახე შეინარჩუნოს და ისევ ვაჭრობა დაიწყო. მგონია, რომ ეს ადამიანი გაწირა თავისმა პარტიამ. უფრო მეტიც, თავისი ბელადი იქედან კარნახობს, რომ გამოდი და მოაწერე ხელი ამნისტიას. მას მოუწევს პარლამენტში შემოსვლა. სამწუხაროა, რომ მელია კიდევ ერთხელ გაება თავისი გუნდისა და ბელადის მიერ დაგებულ ხაფანგში და ეს თავის თავს დააბრალოს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)