|
2021-05-04 12:53:31, 787 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ნიკა მელიას სვლა აღარ დარჩა, მაგრამ შტურმის მომწყობთა ბრიგადირის როლიდან ვერ გამოდის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდომარე ნიკა მელიას სვლა აღარ დარჩა და ის უნდა დათანხმდეს გირაოს. ამასთანავე, გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ნიკა მელია ვერ გამოდის შტურმის მომწყობთა ბრიგადირის ფუნქციიდან, რომელიც მოირგო და ვერ გახდა პოლიტიკური გმირი. „გირაოსთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური სვლა არ იქნება. პრაქტიკულად სვლა აღარ დარჩა, გირაოს უნდა დათანხმდეს და გამოვიდეს, მაგრამ იმ როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის, რომელსაც შტურმის მომწყობთა ბრიგადირი ჰქვია. ეს არის ის როლი და ფუნქცია, რაც მოირგო და ამ როლით ვერ გახდა პოლიტიკური გმირი და პოლიტიკური წამებული. რაღაც სისულელეებს იგონებენ და ამის გარშემო უნდათ, რომ შექმნან გაურკვეველი სიტუაცია. აქ მუშაობაა საჭირო და ამ მუშაობის რესურსი არ გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და უნდა, რომ ყველა ჩაითრიოს იმ პროცესში, რომელიც თვითონ დაგეგმეს. ერთადერთი ამ სიტუაციაში მოგებული გარეშე ძალა ვინც არის გამოდის რუსეთი და ფაქტობრივად, ფეხაწყობით არის ეს პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)