22:59 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-03 16:10:02, 1374 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფაშინიანის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო, ხოლო 75-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ამასთან, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, „აყვავებული სომხეთისა“ და „გაბრწყინებული სომხეთის“ წევრებს.

დღევანდელი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პროცედურა დაიწყო. კერძოდ, თუ ერთ კვირაში დეპუტატები პრემიერ-მინისტრს ისევ ვერ აირჩევენ, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics