|
2021-05-03 13:28:15, 619 ნახვა
პოლიტიკა
ამნისტიის კანონპროექტების განხილვის პროცესი ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო
ამნისტიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ორივე კანონპროექტი უქმე დღეების შემდეგ, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამნისტიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები უქმე დღეების შემდეგ, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება. „საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეები. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის პარლამენტსაც ეხება უქმე დღეები. აქედან გამომდინარე, უქმე დღეების შემდეგ, უახლოესი ბიურო როცა ჩატარდება, აქვე დარეგისტრირდება როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები ამნისტიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაეწერება დარგობრივ კომიტეტებს და მოხდება პირველი სააკომიტეტო მოსმენა ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)