|
2021-04-30 15:32:35, 778 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე დაამარცხებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა მელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატი უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე დაამარცხებს. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსგავსი წინადადებებით და სიტყვებით, მათ შორის ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის საპყრობილეში და არის არა მხოლოდ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, არამედ უდაოდ გამორჩეული ლიდერი ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, ვფიქრობ, რომ არასწორია. მიუხედავად გაყალბებისა, არავის არ დაუშლია არავისთვის შესაბამისი ხმები მოეპოვებინა თუნდაც საპარლამენტო არჩევნებში. ჩემი მოსაზრება და ზოგადად, ხალხის განწყობაც ასეთია, რომ ნიკა მელია აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთიანი კანდიდატი. არ არსებობს ფორმულა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაამარცხებს „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩვენი მხარდამჭერების გარეშე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ „მარცხის ფორმულაა“ თუ ოპოზიციიდან ყველა პარტია თბილისის მერობის კანდიდატად მხარს ნიკა მელიას დაუჭერს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)