|
2021-04-30 13:23:08, 911 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი - მოვუწოდებ პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები „ქართული ოცნების“ მიერ მზაკვრულა მიღებული, ანტიდემოკრატიული კანონია. გიორგი ვაშაძე მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ გამოიყენოს ვეტოს უფლება აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მზაკვრულად მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი, რომ გააპაროს ასეთი ცვლილებები, სანამ ჩვენ სრულფასოვნად დავიწყებთ პარლამენტში მუშაობას. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება ამ კანონთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ის არის ანტიდემოკრატიული კანონი და მეორე, ჩვენ როგორც კი შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად, დაუყოვნებლივ შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას, რითიც მოვითხოვთ ამ ცვლილებების გაუქმებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)