|
2021-04-29 18:14:50, 656 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - ნიკა მელია ისევ მოექცა იმ ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც რურუას გათავისუფლება და მისი ციხეში დარჩენა უნდოდა
მელია ისევ იმ ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ მოექცა, რომელსაც უნდოდა, რომ რურუა გამოსულიყო და სურს, მელია დარჩეს ციხეში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას ოპოზიციის ნაწილს თამაშში აჰყვა. „ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ მზად არის, ევროკავშირის გირაო მიიღოს, მეორე დღეს უარყო, მესამე დღეს თქვა, რომ ისევ მზად არის. ის ისევ მოექცა იმ ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც უნდოდა, რომ რურუა გამოსულიყო და სურს, მელია დარჩეს ციხეში, სამწუხაროდ, ის მათ ამ თამაშში აჰყვა. რაც შეეხება ამნისტიაზე კანონპროექტებს შორის სხვაობას, სხვაობა პრაქტიკულად არ არის, ერთი და იგივეა ერთი ნაწილის გარდა. ეს არის დაზარალებულების თანხმობის საკითხი. მზად ვარ, ამაშიც გავყვე, მაგრამ უნდა ვიყოთ ერთნაირები ყველაფერში. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ დაზარალებულის თანხმობაა საჭირო, მზად ვარ, მათ კანონპროექტს ხმა მივცე, მაგრამ დაზარალებული პოლიციელების თანხმობაც უნდა იყოს საჭირო, როცა მათზე თავდამსხმელებს ვასამართლებთ. ოპოზიციის მიმართ თხოვნა მექნება, ჩვენს მედიატორებს ჰკითხონ, ამ სახით კანონპროექტის მიღება მედიაციით მომზადებული დოკუმენტის შესრულებაა?! თუ შესრულება არ იქნება, გამოდის, რომ მათ წინადადებას ვერ დავეთანხმებოდი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)