00:44 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 13:02:59, 694 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ ოპოზიციის პროექტი ბრალდებულებს „ჩემიანებად და სხვისიანებად“ ყოფს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ ოპოზიციის პროექტი, ბრალდებულებს „ჩემიანებად და სხვისიანებად“ ყოფს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 20 ივნისის საქმეებზე, უმეტეს შემთხვევაში ბრალი დადასტურებულია, რისი მაგალითიც, ნიკა მელიაა.

„ისინი საუბრობენ, რომ დაზარალებულის თანხმობა არის საჭირო, მაგრამ საჭიროა მხოლოდ სამართალდამცველების წინააღმდეგ არებულ საქმეებში აქციის მონაწილეთა მხრიდან თანხმობა, რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, რომელთაც ბრალი ედებათ ძალაობაში, ან უკვე დადასტურებული აქვთ ეს ბრალი, იცით, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ბრალი დადასტურებულია, მათ შორის ნიკა მელიას შემთხვევაში, აქ დაზარალებულის თანხმობა საჭირო არ არის. ეს არის სეგრეგაცია, დაყოფა დაზარალებულების ჩემიანებად და სხვისიანებად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics