09:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 12:39:41, 475 ნახვა

საზოგადოება
ჯგუფური ძალადობა არ მომხდარა - „უცნობი“ ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომღერალი და მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულებს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვახო სანაიასი არ სჯერა, რადგან 25 თებერვალს ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა არ მომხდარა.

„თქვენ რა იცით, რომ ესენი მოძალადეები არიან? არ არიან ჯერ გასამართლებულები, ბრალდება შეიძლება ნებისმიერი იყოს, მაგრამ სანამ განაჩენი არ გამოვა, არ არიან მოძალადეები. დარწმუნებული არ ვარ, ველოდები გამოძიებას. მანამდე ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. არ შეიძლება ადამიანებზე ძახილი, რომ შენ ხარ მოძალადე. რადგან ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს არის ძალიან ცუდი საქართველოში. ეს არის მსუბუქი მუხლი და მსუბუქ მუხლზე შეუძლიათ ადამიანებს, რომ გამოძიებას გარეთ დაელოდონ. იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა არ მომხდარა. მე არ მჯერა ვახო სანაიასი, ჩემი შინაგანი სიმართლის მჯერა და დამაცადეთ, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics