11:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 18:34:44, 478 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ მოქალაქეებს ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დროებით, ლეგალურად დასაქმებულიყვნენ მეგობარ ქვეყნებში

„საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ მოქალაქეებს ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დროებით, ლეგალურად დასაქმებულიყვნენ  მეგობარ ქვეყნებში, სადაც მათ ელოდებათ ღირსეული შრომის ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო“, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, სამუშაო ვადის  ამოწურვის შემდეგ, შერჩეულ მოქალაქეებს, აქვთ საქართველოში დაბრუნების ვალდებულება. 

„გერმანიის რესპუბლიკასთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, წელს დროებით დასაქმების მიზნით უკვე გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეების პირველი ნაკადი. დანარჩენი შერჩეული მოქალაქეები ეტაპობრივად გაემგზავრებიან წლის ბოლომდე.

საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის გაფორმებული  ხელშეკრულების ფარგლებში, 12 აპრილს  დაიწყო ისრაელში დროებით, ლეგალურად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დროებით დასაქმდნენ ისრაელის ხანგრძლივი მოვლის სამკურნალო დაწესებულებებში, როგორც დამხმარე მუშაკები.

ორივე შემთხვევაში, ეს იქნება კარგი პრაქტიკა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა უკეთ გაეცნონ როგორც აგრო სექტორის, ისე ხანგრძლივი მოვლის სისტემის საუკეთესო  პრაქტიკას.

ცირკულარული მიგრაციის საკითხზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საფრანგეთთან,  ბულგარეთთან და ევროკავშირის წევრ სხვა  სახელმწიფოებთან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics