11:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 16:30:39, 518 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი: სამინისტრომ სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგიის და ადმინისტრირების წესის ცვლილებაზე მუშაობა დაიწყო

პარლამენტში, ეკატერინე ტიკარაძემ სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგიისა  და ადმინისტრირების წესის ცვლილებაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ცვლილების მიზანია, პროგრამამ უკეთ გამოავლინოს მოწყვლადი და სიღარიბის ზღვარზე მყოფი პირები.

„სტატუსის მინიჭების პროცესი უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე და ობიექტური, რათა დახმარება მიიღონ რეალური საჭიროების მქონე ადამიანებმა და არავინ დარჩეს სახელმწიფოს მხარდაჭერის მიღმა.

ადმინისტრირების ნაწილში ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ განცხადების დაწერიდან დახმარების გაცემამდე პერიოდი, რათა ოჯახების საჭიროებებზე მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება. გაუმჯობესებული ადმინისტრირების მიზნით, მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების პროცესის დიჯიტალიზაცია. სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სოციალური აგენტების მიერ, ინფორმაცია აღირიცხება  ელექტრონულად. მიდგომა ითვალისწინებს შეფასების ფორმის გაუმჯობესებულ ადმინისტრირებას და ოჯახში არსებული გარემოს ვიზუალური მასალების წარმოებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს შეფასების მეტ ობიექტურობას და გამჭვირვალობას.

იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა  45 % შრომისუნარიანი პირია, ჩვენს მიზანს წარმოადგენს აღნიშნული პირებისთვის არა გრძელვადიანი შემწეობის დანიშვნა, არამედ დასაქმების რეალური შესაძლებლობის შეთავაზება და მათი ეკონომიკურ საქმიანობაში  ჩართვა.

აქვე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პენსიის ინდექსაციის საკითხი.  პენსიის  მიბმა მშპ-სთან და ინფლაციასთან, არის უდიდესი მიღწევა, რომელიც პენსიის მიმღებთა მეტ ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს. ინდექსაციის შედეგად წელს პირველად გაიცემა გაზრდილი ოდენობის პენსია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics