|
2021-04-28 16:08:39, 842 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხოს, რასაც აკეთებენ, შეთანხმებიდან გასვლაა
„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხოს, რასაც აკეთებენ, შეთანხმებიდან გასვლაა, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯარაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიცია დღეს გაივლის კონსულტაციას, აქვს თუ არა აზრი ოპოზიციის მიერ პარლამენტში ალტერნატიული ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირებას. „ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხონ. რასაც ისინი აკეთებენ, ჩემი აზრით, ეს არის შეთანხმებიდან გასვლა. ჩვენ, ოპოზიციამ კონსულტაცია უნდა გავიაროთ, ღირს თუ არა რომ ჩვენი ალტერნატიული ვერსია დავარეგისტრიროთ, თუ საერთოდ ამასაც არ აქვს აზრი. ორ ვერსიას განვიხილავთ - ერთი, რომ ალერნატიული კანონპროექტი დავარეგისტრიროთ, რაც იძულებულს გახდის პარლამენტის ნებისმიერ წევრს, ვინც ახლა შესული არის, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოუწიოს ან მეორე ვერსია არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაინც თავისას მიიღებენ, ამას შეიძლება დიდი აზრი აღარ ჰქონდეს, ამიტომ დღეს შევიკრიბებით და გადავწყვეტეთ, ვიმსჯელოთ და ან იმ გზით წავიდეთ ან ამ გზით", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)