|
2021-04-28 15:54:35, 806 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გამკაცრებული სანქციებით პოლიტიკური აქტივი „ხულიგნობას თავს დაანებებს“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ გამკაცრებული კანონის პირობებში აქტივისტები „ხულიგნობას თავს დაანებებენ“. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება არ არის სამოქალაქო აქტივიზმი, ეს არის „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პარტიული აქტივი. „მოვისმინე მე შეფასებები, თითქოს ეს ამ პოლიტიკურ აქტივს გარკვეულ თვითცენზურას შეუქმნის და ისინი, არ ვიცი, რისთვის თვითცენზურას, რომ ისინი არ ხულიგნობდნენ?! თუ ამას გულისხმობენ თვითცენზურაში და მსუსხავ ეფექტში, ძალიან კარგი თუ ამ თვითცენზურას შექმნის და ისინი ხულიგნობას თავს დაანებებენ. გამოსავალი არის ძალიან მარტივი, ხაზს ვუსვამ, განმეორების შემთხვევაში ხდება, ერთი წლის განმავლობაში თუ მოხდა განმეორება, რეციდივი თუ გვაქვს, ამ შემთხვევაში, მკაცრდება სანქცია. ყველაზე ადვილი გამოსავალი აქედან არის, ხულიგნობას თავი დაანებონ. ჩვენ რასაც ვხეავთ ქუჩაში ეს არ არის სამოქალაქო აქტივიზმი, ეს არის პოლიტიკური პარტიის აქტივი, რომელსაც ჩვენ კარვებში, აქციებზე ვხედავთ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ აქტივი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისა და სამართალდამცავი პირების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)