14:22 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 15:32:07, 722 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს ფარმაცევტულ სექტორთან, რათა ერთობლივად შევძლოთ როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესის ინტერესების განხორციელება

პარლამენტში, ეკატერინე ტიკარაძემ  ფარმაცევტული საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით,  საქართველოში წელს პირველად გაიცა GMP სერთიფიკატი, რომელიც ფარმაცევტული წარმოების ხარისხის უმაღლეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შეფასებას გულისხმობს.

„საქართველოში წელს პირველად გაიცა GMP სერთიფიკატი, რომელიც ფარმაცევტული წარმოების ხარისხის უმაღლეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შეფასებას გულისხმობს. სამწუხაროდ, დღეს არსებული მოცემულობით, ქვეყნაში არსებული ფარამაცევტული საწარმოო თუ სადისტრიბუციო გარემოს უმეტესი ნაწილი  აღნიშნულ  სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, მოსახლეობის ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, GMP და GDP ინსპექტირების პროცესი გახდება მეტად ინტენსიური, რასაც აუცილებლად მოჰყვება სათანადო პროპორციული ზომები.

  GMP პრაქტიკის არსებობა ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გახდეს „პიკ“-ის გაერთიანების წევრი, სადაც მედიკამენტების ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ქვეყნებია წარმოდგენილი. აღნიშნული გაერთიანების წევრობით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგმება მოსახლეობის ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის და ამავდროულად გაიზრდება ეროვნული წარმოების მედიკამენტების საექსპორტო შესაძლებლობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს ფარმაცევტულ სექტორთან, რათა ერთობლივად შევძლოთ როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესის ინტერესების განხორციელება,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics