|
2021-04-28 13:28:16, 863 ნახვა
სამართალი
ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ, 29 აპრილს გაიმართება. როგორც მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებას, პროკურატურასა და სასამართლოს კიდევ ერთი შანსი ეძლევათ, რომ ნიკა მელია ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლონ. „ხვალ, 29 აპრილს 11:00 საათზე ჩანიშნულია მორიგი სასამართლო პროცესი ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. ხელისუფლებას, პროკურატურას და სასამართლოს აქვთ კიდევ ერთი შანსი, რომ ნიკა მელია გაათავისუფლონ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უკანონო პატიმრობიდან. მათ შეუძლიათ, რომ მიმართონ შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვონ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება. სასამართლოს შეუძლია, წერტილი დაუსვას ამ უკანონო პატიმრობას. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ამ შანსს“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მას ბრალი ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 13 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)