|
2021-04-28 12:57:13, 556 ნახვა
პოლიტიკა
მოვედი, რომ გავუზიარო ჩემი აზრები, იქნებ ერთად მოვძებნოთ რაღაც გამოსავალი - სალომე სამადაშვილი ნიკა მელიას ხვდება
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი რუსთავის ციხეში „ნაცონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ხვდება. როგორც სალომე სამადაშვილმა სასჯლეაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, მან უნდა გაუზიაროს ნიკა მელიას საკუთარი აზრები და მოისმინოს, თუ რას ფიქრობს ის. „შესაძლებლობები არსებობს მისი თვალთახედვიდან, მასაც გავუზიარო რა ვითარებაა როგორც პარლამენტში შესული დეპუტატების მხრიდან, რა განწყობა გამოიკვეთა იქ, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პოზიციებში და იქნებ ერთად მოვძებნოთ რაღაც გამოსავალი. ამნისტიის კანონის მიღება არის შეთანხმების ნაწილი, ამიტომ ასე მარტივად ამის გადახედვა ვერ მოხდება, მაგრამ მე ნიკასთან ერთად მინდა ვიმსჯელო, რაიმე სხვა გზები თუ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად შევძლოთ პატიმრობის თემის დასრულება. მე მივდივარ ნიკასთან პირველ რიგში იმიტომ, რომ მოვინახულო, გავუზიარო ჩემი აზრები, მოვისმინო ის რას ფიქრობს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)