00:45 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 12:32:02, 687 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - 20 ივნისის ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებმაც განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება ჩაიდინეს

20 ივნისის ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებმაც განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება ჩაიდინეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდოარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დარეგისტირებულ ამნისტიის კანონპროექტებს შორის განსხვავება არ არის.

„გუშინ გვქონდა ამნისტიის კანონის განხილვა, პრინციპში არსებითად პოზიციები ერთგვაროვანია, თუმცა იქ ჩანდა, რომ ოპოზიციონერების გაკრვეულ ნაწილს თვითმიზანი ჰქონათ, რომ არ მიღწეულიყო შეთანხმება, თორემ რეალურად განსხვავება ორ კანონპროექტს შორის არ არის. ერთიც და მეორეც ითვალისწინებს ყველა იმ საქმის ამნისტირებას, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისის პოლიტიკური მოვლენებთან და ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ორივე კანონპროექტში უზრუნველყოფილია ის, რომ ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებმაც განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება ჩაიდინეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics