|
2021-04-28 12:22:48, 618 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული
ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამნისტია გულისხმობს პატიებას, დავიწყებას. „ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, თუკი ამას ვპატიობთ, მაშინ სხვა მასზე უფრო ქვემოთ, ან მისი მსგავსი დანაშაულებიც ხომ უნდა ვაპატიოთ. მთავარი არის ის, თუ სად არის სიმართლე. უნდა შევთანხმდეთ საკითხზე, გვინდა თუ არა ამნისტიით გადავშალოთ ეს გვერდი უახლოესი წარსულით. თუკი შევთანხმდებით და ვიტყვით, რომ კი, გვინდა, მაშინ ჩვენი კანონპროექტია მისაღები. თუკი ვიტყვით, რომ არა - ჩვენ გვინდა, რომ ვიღაცეებს ვაპატიოთ. ეს ამნისტია მხოლოდ იმისთვის არის, რომ ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან, მაგრამ ჩვენ გვინდა სამომავლოდაც წამოვაძახოთ ერთმანეთს ის სხვადასხვა ეპითეტები, რომლებიც უკვე ორი წელია გვესმის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)