14:22 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-27 23:14:21, 744 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია - პარლამენტში, სადაც ყველა მოძალადისა და ჯალათის შეწყალება მოხდება, არ შევალ

„პარლამენტში, სადაც ყველა მოძალადისა და ჯალათის შეწყალება მოხდება არ შევალ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯოდმარემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არც ის და არც დაზარალებულები საქმის კურსში არ იყვნენ.

„შარლ მიშელმა ეს დოკუმენტი რომ დადო, იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ ამნისტიის ნაწილს უნდა დავთანხმებულიყავით? გვეკითხა, არც მე ვიყავი საქმის კურსში, არც დაზარალებულები, ვისთვის კეთდება? იძულებული გავხდი, შეზღუდული რესურსი მაქვს ციხეში მყოფს, გამოსავალი ვნახე, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავარიცხინებ გირაოს, თუ გამოიწვევენ. თუ არ გამოიწვევენ, ბუნებრივია, ძალაში არ არის.

რაც მე არ მეხებოდა და ჩემს შესაძლებლობას აღემატებოდა, ჩემ მაგივრად თანხმობა განაცხადეს, რა უნდა ვქნა მე? 20 ივნისის თარიღის გარშემო მოძალადეების ამნისტია გამოიწვევს უფრო მეტ კრიზისს, ვიდრე კრიზისის განმუხტვას.

პირდაპირ გეტყვით, იმ პარლამენტში, სადაც მოხდება ყველა მოძალადის და ყველა ჯალათის შეწყალება და ამნისტიის გავრცელება, მე პირადად, გამიჭრდება შესვლა. 99.9% მე იქ არ და ვერ შევალ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics