|
2021-04-27 17:10:38, 873 ნახვა
საზოგადოება
როდის არის ფსიქოლოგთან კონსულტაცია საჭირო?
ადამიანებს გარკვეულ გამოწვევებთან გამკლავება ყოველდღიურად უწევთ. Მათი გადალახვა ზოგისთვის საკმაოდ მარტივია, ზოგს კი - შეუძლებლად ესახება. ფსიქოლოგთან პაციენტები სხვადასხვა მიზეზით მიდიან, მცირე პრობლემიდან დაწყებული, მწვავე ფსიქოლოგიური აშლოლობით დამთავრებული. ფსიქოლოგის კონსულტაცის მიზეზი შეიძლება იყოს:
როგორც ხედავთ, ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლისთვის სულაც არ არის აუცილებელი, ფსიქოლოგიური პრობლემები გაწუხებდეთ. შეიძლება სპეციალისტი დაგეხმაროთ კონკრეტული მიზნის მიღწევაში - დაგანახოთ, ქვეცნობიერად რა გიშლით ხელს გიშლით ხელს და რისი გაკეთება შეგიძლიათ ამის გამოსასწორებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, ფსიქოლოგთან გექნებათ უსაფრთხო სივრცე, სადაც საკუთარი თავის უკეთ შეცნობას შეძლებთ. ეს კი აუცილებელია არა მხოლოდ იმისთვის, რომ მიზნებს მიაღწიოთ, არამედ სტრესის შემცირებისა და რელაქსაციისთვის. დღესდღეობით, სამწუხაროდ, ადამიანები ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად ხშირად ინტერნეტს მიმართავენ. მართალია, იოგას, სწორ კვებას, ახალ ჰობს და ინტერესს სტრესის მართვა შეუძლია, მაგრამ მენტალურ აშლილობებს ვერ უმკურნალებს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია ფსიქოლოგის ჩართვა, რომელიც სიმპტომების კონტროლში საჭიროა “იარაღია”. კოვიდ 19-ით გამოწვეული შეზღუდვებისა და ჩაკეტვების გამო, ადამიანებში სტრესის და შფოთვის დონე კიდევ უფრო გაიზარდა. შესაბამისად, ფსიქოლოგებთან დისტანციურმა მიმართვიანობამაც იმატა. აღმოჩნდა, რომ სპეციალისტისგან შესაბამისი დახმარების მიღება და განტვირთვა ეკრანს მიღმაც შესაძლებელი და საკმაოდ კომფორტულია. განსაკუთრებით მათთვის, ვინც გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებს ფსიქოლოგთან კლინიკაში ვიზიტს. ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლა REDMED-ის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. ეს არის პირველი სამედიცინო პლატფორმა საქართველოში, რომელიც ექიმსა და პაციენტს მარტივად და სწრაფად აკავშირებს ერთმანეთთან. დაჯავშნეთ ვიზიტი ფსიქოლოგთან REDMED-ის საიტზე ან აპლიკაციის გამოყენებით.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)