23:36 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-27 11:47:59, 689 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ ნაბიჯი გადავდგით, თუმცა ის ჯერ არ დასრულებულა

დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ, თუმცა ის არ დასრულებულა, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, ოპოზიციის ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ოქტომბერში საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, სადაც საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, იყო თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმური.

მანვე დასძინა, რომ ოპოზიციას წინ რთული დღეები და საპარლამენტო დისკუსიების დროს ბრძოლები ელის.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისკენ მაგრამ ჯერ ის არ არის დასრულებული, დასრულდება მაშინ როდესაც პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფლალი, როცა ყველა კანონი, რაც მისაღებია იქნება მიღებული და რაც მთავარია, ოქტომბერში საქართველოში ტარდება რეფერენდუმი, ამ რეფერენდუმით საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, 2020 წლის არჩევნები იყო ლეგიტიმური, თუ არალეგიტიმური, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და უნდა შეიცვალოს თუ არა ხელისუფლება ქვეყანაში. ეს არის ღირსეული დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისთვის. წინ უზარმაზარი, რთული დღეები გველის, ბრძოლები საპარლამენტო დისკუსიების დროს, „ქართული ოცნება“ მარტივად არ განახორციელებს ყველა ცვლილებას, მაგრამ ჩვენ ყველანი მზად ვართ, დასავლელი პარტნიორების სრული მხარდაჭერით და ხალხის სრული მხარდაჭერით, ვაიძულოთ „ქართულ ოცნებას“ შეასრულოს შეთანხმების ყველა პუნქტი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics