|
2021-04-26 15:01:35, 548 ნახვა
ეკონომიკა
2021 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.56%-ით გაიზარდა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 600.66 მლნ ლარით (1.56%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.94%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 39.03 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უწყების ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 312.82 მლნ ლარით (1.84%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 287.83 მლნ ლარით (1.35%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.22%-ით). „ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.50 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.34%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.47 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.21%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.08%-ით მეტი). 2021 წლის მარტის განმავლობაში 1.59%-ით, ანუ 302.05 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 19.25 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.45 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.12 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.40 პროცენტული პუნქტით)“, - აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)