2021-04-26 12:11:19, 2141 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პირთა რაოდენობამ 1-მილიარდს გადააჭარბა
გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 023 200 000 მილიარდზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიკეთა.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 172-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს და ყოველდღიურად საშუალოდ 19.2 მილიონამდე ადამიანს უტარდება.
ქვეყნების მიხედვით, აშშ პირველ ადგილზეა, სადაც ამ ეტაპისთვის, 228 მილიონი ადამიანი აიცრა, მას კი, ჩინეთი მოსდევს, სადაც კოვიდ-19-ის ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 220 მილიონზე მეტია.
ქვეყანა, სადაც ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელია, სადაც უკვე 55.4% მილიონი ადამიანია აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,