|
2021-04-26 11:09:01, 589 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, რიინა კალიურანდთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, რიინა კალიურანდს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში: Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის (მორის) საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ დეტალები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „2021 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა ტყის ახალი კოდექსი, რომლიც ახალ მიდგომებს და რეგულაციებს აწესებს. ამასთან, აუცილებელია, რომ ქვეყანაში სატყეო მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგოს და განვითარდეს. ამ კუთხით ესტონეთის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ მოხარულები ვართ ახალი პროექტის დაწყებით და სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, ჩართულ ორგანიზაციებს დავეხმაროთ დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განხორციელებაში“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მადლობა გადაუხადა ესტონეთის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. როგორც შეხვედრაზე ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა აღნიშნა, ესტონეთის რესპუბლიკა კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სატყეო რეფორმის განხორციელებაში და მდგრადი გარემოსდაცვითი მიმართულებების პროცესების წარმართვაში. პროექტი „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში: Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის (მორის) საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, კომპანია „Timbeter”, კომპანიასთან „Green Advisor” ერთად, საქართველოში ხე-ტყის (მორის) მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესების ხელშეწყობის ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაციას დანერგავს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ხე-ტყის მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესებას, დაეხმარება ტყის მართვისა და ზედამხედველობის ორგანოებს ტყითსარგებლობასა და ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელებაში. შეხვედრაზე, კომპანიის Timbeter წარმომადგენლებმა მონაწილე მხარეებს პროექტით დაგეგმილი აქტივობებისა და ხე-ტყის (მორის) მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესების ხელშეწყობის ინტერნეტტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაციის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)