|
2021-04-23 14:06:37, 523 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთისა“ და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
დღეს, „ლიბერთი“ ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს. აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზეა შესაძლებელი. "ლიბერთი ბანკის და ევრონს ჯორჯიას ახალი მასშტაბური პროექტი, ბანკის მომხმარებელ ფერმერებს უმარტივებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომას. ფერმერს შესაძლებლობა აქვს, ბანკში ერთი ვიზიტით შეიძინოს როგორც ლიბერთის, ასევე „ევროინსის" სასურველი მომსახურება. კომპანიის ჩართულობა გამოიხატება უშუალოდ ბენეფიციართან დაზღვევის პროცესის წარმართვაში. აგროდაზღვევის პოპულარიზაციისთვის და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სადაზღვევო კომპანია ევროინსი მჭიდრო კომუნიკაციაშია რეგიონებში მყოფ ფერმერებთან და დასაქმებული ჰყავს სხვადასხვა რეგიონის ათეულობით ადგილობრივი მკვიდრი", - განაცხადა სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა იაკობ ედილაშვილმა. „მოხარული ვართ, რომ კვლავ გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიასთან. 2020 წელს ლიბერთი ბანკმა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიამ ფერმერებს შესთავაზეს ერთობლივი პროდუქტი - აგრო დაზღვევის განვადება. აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტი ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის აგრო მიმართულების განვითარებისთვის, ვინაიდან ფერმერს საშუალება ეძლევა დააზღვიოს საკუთარი მოსავალი და სტიქიური მოვლენებისგან მიყენებული ზარალის გამო, მიიღოს დაგეგმილი შემოსავალი. ევროინს ჯორჯიასთან თანამშრომლობა ბანკს საშუალებას მისცემს, თავის მომხმარებელ ფერმერებს გაუმარტივოს საფინანსო და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომა”, - განაცხადა ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)