2021-04-22 13:23:12, 1907 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 944 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა
გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 944 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიკეთა.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 150-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს და ყოველდღიურად საშუალოდ 15.9 მილიონამდე ადამიანს უტარდება.
ქვეყნების მიხედვით, აშშ პირველ ადგილზეა, სადაც ამ ეტაპისთვის, 215 მილიონი ადამიანი აიცრა, მას კი, ჩინეთი მოსდევს, სადაც კოვიდ-19-ის ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 198 მილიონზე მეტია.
ქვეყანა, სადაც ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელია, სადაც უკვე 55.2% მილიონი ადამიანია აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,