21:16 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 10:31:00, 667 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარები დარჩენილ პარტიებსა და პარლამენტის წევრებს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარები მიესალმებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ხელმოწერას და დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის კეთილდღეობისთვის სიმამაცის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ გულწრფელად მივესალმებით მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას საქართველოში არსებული პოლიტიკურ ჩიხის გადასალახად ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ახალ შეთავაზებაზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის გზით.

ახალი ტექსტი ეფუძნება სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით შეთავაზებულ წინა წინადადებებს, რომელიც უფრო სრულყოფილად ეხება პოლიტიზებული სამართლიანობის საკითხებს, საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესებას და სასამართლო რეფორმას. გვჯერა, რომ ეს წინადადება პოლიტიკურად გაწონასწორებულია და დისკუსიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს აქცევს. ის მხარეებს შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს და დაეხმარება პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაში, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას დიდი ხანია წამლავდა. წინადადება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციასა და კანონის უზენაესობას და შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებსა და პარლამენტის წევრებს მოვუწოდებთ გამოიჩინონ სითამამე საქართველოს კეთილდღეობისთვის“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics