18:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 09:57:12, 531 ნახვა

საზოგადოება
იმერეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პოლიციელს მინისტრის სახელით ჯილდო გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა, ამავე დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი - დავით ახობაძე შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით დააჯილდოვა.

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახობაძეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის „გლოკის“ მოდელის პისტოლეტი გადაეცა.

„პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ახობაძე მიმდინარე წლის 5 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიჭრა. სუიციდის მცდელობის შესახებ მიღებულ შეტყობინებაზე გასულ პოლიციელებს სანადირო თოფით შეიარაღებულმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ ესროლა, რის შედეგადაც ვანის პოლიციის უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსმა ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანება მიიღო.

პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დაჭრილი დავით ახობაძე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ამჟამად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დავით ახობაძე მკურნალობას სახლში განაგრძობს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნულია სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics