|
2021-04-19 11:57:35, 562 ნახვა
ეკონომიკა
2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი იყვნენ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 72.2 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (419.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (329.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (292.6 მლნ. აშშ დოლარი). საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 158.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 86.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 83.7 მლნ. აშშ დოლარით (10.2 პროცენტი). ამასთან, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 168.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 145.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 141.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)