19:10 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 11:42:01, 748 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.1% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 820.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

მათივე ინფორმაციით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 74.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.6 პროცენტით გაიზარდა და 606.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, 2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (103.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (100.0 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (71.4 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 158.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 83.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 43.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.2 პროცენტი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics