23:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 11:00:45, 1626 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში, 80 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 57 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 321 თბილისში, 80 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 57 აჭარაში გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების რიცხვი 563-ს შეადგენს, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 89 ადამიანი იმყოფება.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 57, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 7, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 80, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 387, საიდანაც: 3 174 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 720, აჭარაში - 413, იმერეთში - 377. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 563 პირი, მათ შორის, თბილისში - 292, აჭარაში - 75, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში - 8, იმერეთში - 8. 437 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 200 - აჭარაში. 6 776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 277 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 243, ხოლო აჭარაში - 7.

სულ  6 ოქტომბრიდან - 18 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 456 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 260  ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 577 პირი, აჭარაში - 2 098, იმერეთში - 1 189“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics