19:02 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-18 19:35:57, 555 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები გადამწყვეტი საკითხებია | ველოდებით განახლებულ დოკუმეტს

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყების წინ განაცხადა, რომ გადამწყვეტი საკითხი მათთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შეთანხმების დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების ასახვაა.

მისივე თქმით, ისინი მოლაპარაკებებზე სწორედ ამ ორი პუნქტის განხილვას აპირებენ და ელოდებიან განახლებულ დოკუმენტს.

“იმ დოკუმენტიდან, რომელიც უკანასკნელი მოლაპარაკებების დროს იყო, ორი პუნქტი მისაღები არ არის. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული თემა. ამიტომ ველოდებით, რა იქნება განახლებული მოლაპარაკებების დოკუმენტი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ევროკავშირის ოფისში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის მედიატორობით შეხვედრა იწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics