2021-04-18 10:01:48, 3953 ნახვა
ომი უკრაინაში
ისრაელში 18 აპრილიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება - იხსნება სკოლები
ისრაელში 18 აპრილიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, იხსნება სკოლები, - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ისრაელში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის მხოლოდ 95 შემთხვევა გამოვლინდა.
ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება, თუმცა მასობრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებმა ნიღბები უნდა ატარონ.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 5 341 887-მა მოქალაქემ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა, 4 965 696 კი, უკვე ორივე დოზით არის აცრილი.
ისრაელი ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია შემდეგი თვიდან დაიწყება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,