18:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 18:50:09, 795 ნახვა

საზოგადოება
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სსიპ  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 16 აპრილს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს -„ძალადობა ბავშვთა სახლში“ ეხმიანება.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად მოახდინა რეაგირება და  კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება განახორციელა.

აღნიშნული საქმის შესწავლა სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო, მოხდა სოციალური მუშაკის ჩართვა, გაკეთდა შეტყობინება და დაუყოვნებელი რეაგირების მიზნით  ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.

სააგენტო და შესაბამისი უწყებები პერიოდულად ახორციელებენ კოჯრის ბავშვთა სახლის მონიტორინგს. მსგავსი დარღვევის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ დაფიქსირებულა. პრობლების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა წარმოადგენს სააგენტოს ინტერესს.

პროცესის გამჭვირვალობისა და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სააგენტო მზად არის ითანამშრომლოს სახალხო დამცველის აპარატთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამავდროულად, სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს მოკვლევა, დაინტერესებულია გამოავლინოს ნებისმიერი სახის დარღვევები და მის დაქვემდევარებაში არსებულ დაწესებულებებში მსგავს ფაქტებზე  უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics