|
2021-04-16 15:05:51, 655 ნახვა
ეკონომიკა
საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა
10 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო წარმატებულად დაბრუნდა ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე და ქვეყნისთვის უპრეცენდენტოდ დაბალ ფასად შეძლო ევროობლიგაციის განთავსება. ინვესტორების მოთხოვნა 4-ჯერ აღემატებოდა ბონდის თანხას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათი მხრიდან ქართული ეკონომიკისადმი ნდობას. სახელმწიფოს მხრიდან ევროობლიგაციის გამოშვება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, ასევე, ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებიდან თანხის მოძიებას აპირებენ. სახელმწიფო ევროობლიგაცია იქნება ამონაგების ორიენტირი სხვა ქართული არსებული და სამომავლო ფასიანი ქაღალდებისთვის. დაბალი ორიენტირი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სხვა ქართულ კომპანიებს უკეთეს ფასად განათავსონ ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო ბაზრებზე. „ძალიან სასიხარულოა, რომ სახელმწოფომ ასეთი უპრეცედენტოდ კარგი პირობებით მოახდინა ევროობლიგაციების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ინვესტორთა პოზიტიური განწყობა გამოიხატა პირველ რიგში გაზრდილ მოთხოვნაში და დაბალ საპროცენტო განაკვეთში, რომელიც ისტორიულად ყველაზე დაბალია რეგიონში. სამომავლოდ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ქართულ კომპანიებს საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბირჟებზე ბონდების განთავსებაში,“ - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ევროობლიგაციის მოცულობა 500 მლნ დოლარია, ვადა 5 წელი, კუპონი 2.75%, ამ მნიშვნელოვან გარიგებაში საერთაშორი ბანკებთან ერთად JP Morgan, Goldman Sachs, ICBC, ქართული საინვესტიციო ბანკებიც თიბისი კაპიტალი და Galt&Taggart მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)