21:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 18:34:53, 562 ნახვა

საზოგადოება
გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა

გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა. 20 კაციანი ჯგუფის წევრები გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე, სამი თვით დასაქმდებიან. პროცესის სამართლებრივ მხარეზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ იზრუნა – გაფორმებულია კონტრაქტები, გერმანიიდან გამოგზავნილია შრომითი ნებართვები, რომელიც შერჩეულ პირებს გამგზავრების წინ ოფიციალურად გადაეცათ.

ჯგუფის წევრებმა გამგზავრებამდე პისიარ–ტესტირებაც გაიარეს, მათ ასევე საორიენტაციო ტრენინგიცჩაუტარდათ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით. მოქალაქეები სრულყოფილად არიან ინფორმირებული შრომის, საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ, რომელიც გერმანული კანონმდებლობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.კანდიდატების შერჩევა აჭარის რეგიონიდან დაიწყო,შერჩევის პროცესში აქტიურად იყო ჩართული აჭარის დასაქმების სააგენტოც.

საქართველოს 20 მოქალაქე, რომლებიც საქართველოდან გაგზავნილი აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ გერმანელმა დამსაქმებელმა შეარჩია,ბრანდერბურგის რეგიონში სამი თვით მიემგზავრება და ბოსტნეულის აღებით, დახარისხებით, დაბინავება/დასაწყობებით დაკავდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, გიორგი ბუნტური განმარტავს, რომ ცირკულარული შრომითი მიგრაციასაერთაშორისო დონეზეააღიარებული, როგორც არალეგალური მიგრაციის ოდენობის შემცირებისა და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის ერთ-ერთ საუკეთესო მექანიზმად.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური აღნიშნავს, რომ უწყება ჯგუფის წევრებთან კომუნიკაციას და მათ მხარდაჭერას განაგრძობს.

„ვიმედოვნებთ რომ მათი გამოცდილება, რასაც ისინი მიიღებენ მუშაობის პერიოდში გერმანიაში, გამოადგებათ სამომავლოდ საკუთარ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იქნებიან იქ ჩასულ შრომით მიგრანტებთან, გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვიქნებით მათთან კომუნიკაციაში და მივეხმარებით ყველა ასეთი დეტალის მოგვარებაში“, -აღნიშნავს ნინო ველთაური.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics