|
2021-04-14 14:38:06, 582 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე - არ შეიძლება, გადაწყვეტილებას სუბიექტური მიდგომით იღებდე
არ შეიძლება სუბიექტური მიდგომით იღებდე გადაწყვეტილებას, თუ რომელ გუნდში იქნები, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიას გუნდის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების საკითხს. როგორც მან აღნიშნა, რაც არ უნდა მოხდეს „ქართული ოცნების“ გუნდი არის მტკიცე და ექნება ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების სრული შესაძლებლობა, რომელიც რაიმე სახის კრიზისს გამორიცხავს. „პოლიტიკაში საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს რამდენიმე ძირითად პრინციპს. ეს არის სიმტკიცე, გუნდის ერთგულება და საკითხებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა. აქედან გამომდინარე, აქ არ უნდა იყოს ადგილი პირადი ინტერესებისთვის და არ შეიძლება სუბიექტური მიდგომით იღებდე გადაწყვეტილებას, თუ რომელ გუნდში იქნები. რა თქმა უნდა, მე არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რაც გაჟღერდა. კანონმდებლობის შესაბამისად და რეგლამენტის თანახმად არ აქვთ უფლება ამ ადამიანებს, რომ შექმნან ფრაქცია, თუმცა ვინ როგორ იქნება აქტიური და როგორ ჩაერთვება როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ამ პროცესში, ამას პროცესი გვიჩვენებს. არ ვიცი რა გუნდით და პლატფორმით წარსდგება გიორგი გახარია საზოგადოების წინაშე და როდის წარსდგება, უნდა დაველოდოთ. რაც არ უნდა მოხდეს „ქართული ოცნების“ გუნდი არის მტკიცე და მას ექნება ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების სრული შესაძლებლობა და ექნება სრული უმრავლესობა, რაც გამორიცხავს რაიმე სახის კრიზისს და იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს საზოგადოების ინტერესების გატარება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა და პოლიტიკურ საქმიანობას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდში გააგრძელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)