21:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 14:24:53, 604 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე: მესამე ტალღა დაწყებულია - ამ ეტაპზე, არავითარი დამატებითი შეზღუდვები არ განიხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტნრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა, ქვეყნის მასშტაბით, დაწყებულია.

როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე, არავითარი დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება.

მანვე მოუწოდა საზოგადოებას, რომ დაიცვან რეკომენდაციები, ატარონ პირბადე, თავი აარიდონ დიდ თავშეყრებსა და გაააქტიურონ იმუნიზაციის პროცესი.

„არ გვინდა არავის, რომ მკაცრი შეზღუდვების წინაშე დავდგეთ, ამიტომ აუცილებელია დავიცვათ რეკომენდაციები, რაც არის, პირბადე და არა დიდ თავშეყრებს და იმუნიზაციის გააქტივება, მაშინ არ დავდგებით ამ საშიშროების წინაშე. განხილვა „ლოქდაუნების“, შეზღუდვების, ხდება, როდესაც ჯანდაცვის სექტორზე არის ძლიერი ზეწოლა.

ამ ეტაპე არავითარი დამატებითი შეზღუდვა არ განიხილება. მესამე ტალღა გიდასტურებთ, რომ მთლიანად ქვეყანაშია დაწყებული, იმიტომ რომ უკვე შიდა, საყოველთაო გავრცელება გვაქვს, ყველა რეგიონეში გვაქვს, თუმცა ყველა რეგიონში წინა ორ კვირასთან, ყველგან გვაქვს ზრდის დინამიკა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics