|
2021-04-14 12:52:20, 852 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე გიორგი გახარიაზე - ვნახოთ, რა პარტიას შექმნიან, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უმრავლესობიდან 6 დეპუტატის წასვსლას ეხმაურება და აღნიშნავს, როს ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და გიორგი გახარიას არათანმიმდევრული დამოკიდებულება. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც იქნება გასაცემი პასუხები. მისი შეფასებით, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, მიუღებელია. „ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ის არათანმიმდევრული დამოკიებულება, რომელიც გამოავლინა ბოლოს, რთული გადაწყვეტილების მიღების დროს, გუნდთან ურთიერთობაში. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები იმ სახელმწიფოებრივი მიზნების და პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც პასუხისმგებლობა არჩევნების დროს ერთად გვქონდა აღებული. ჩვენ დაველოდებით, ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, არსებობს ბევრი კითხვა და ამაზე ბევრი პასუხი იქნება გასაცემი. ვფიქრობთ, ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როდესაც ის პრობლემები არის ქვეყანაში, რაზეც ისაუბრეს, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მიუღებელია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)