17:54 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 12:04:06, 591 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარიასთან ერთად, ვიწყებთ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზას - „ქართული ოცნება“ 6-მა დეპუტატმა დატოვა

გიორგი გახარიას გუდნმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა.

როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარიას თანამოაზრეები იწყებენ ექს-პრემიერთან ერთად ახალი პარტიის მშენებლობას.

„ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ეს სიახლე არავისთვისაა, თუმცა ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ, პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე და ახალ ფაზაზე. შესაბამისად, ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში ამ ეტაპზე მუშაობას გავაგრძლებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები.

მოქალაქეებს უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუღჭირე და ეს ის პრობლემებია, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აინტერესებთ და არა დაუსრლებელი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ არ გვეშინია სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის თვალის გასწორების. დეტალურად, სამომავლო გეგმებზე, გუნდის ლიდერთან ერთად მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics