2021-04-14 10:16:20, 1762 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 5-ჯერ დარღვევას 1 სამხედრო ემსხვერპლა, 3 კი დაიჭრა
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირების მიერ დონბასში 5-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად გარდაიცვალა 1 სამხედრო, 3 ჯარისკაცი კი, დაიჭრა.
რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აპრილის დასაწყისიდან მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან