16:53 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 18:07:26, 526 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე დღეს სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი იწყება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება.

მათივე ცნობით, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას დაესწრებიან პარტიის საერთაშორისო მდივანი კახაბერ კუჭავა,  პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 აპრილამდე გაგრძელდება.  დელეგაცია შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ამერიკული Think Tank- ების ხელმძღვანელებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics