|
2021-04-13 16:01:13, 473 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ნიკა მელია მიზანმიმართულად დააპატიმრეს, ეს იყო სრული ფარსი, მოსამართლე ამაზრზენი არარაობაა
ნიკა მელია მიზანმიმართულად დააპატიმრეს, ეს იყო სრული ფარსი, მოსამართლე ამაზრზენი არარაობაა, - ასე შეაფასა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია პატიმრობაში დარჩა. „ეს არ იყო არანაირი პროცესი, ეს იყო სრული ფარსი, ამაზრზენი, თავიდან ბოლომდე ნიღაბი მოიხადა პროკურატურამ, ლუღლუღებდა და მთელი ორი თვის მანძილზე რასაც იტყუებიან, რასაც იმეორებს „ქართული ოცნების“ თავხედი დეპუტატები, რომ მის ხელშია გასაღები და გადაიხადოს. ეს ყველაფერი დასრულდა, კარგად ვნახეთ, რომ პროკურატურა დაკომპლექტებულია უსინდისო აფერსტებით. ამაზე სპეკულაცია უნდა დასრულდეს, დასრულდეს ტყუილი, რომ თითქოს არ უნდა ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა. ნიკა მელია მიზანმიმართულად დააპატიმრეს. ორი თვე ვაჭრობდნენ და მერეც გააგრძელეს პარლამენტში შესვლა-არშევლის საკითხზე, რომ ნახეს, არავინ შედის პარლამენტში, დააპატიმრეს ნიკა მელია. ეს არის სიმართლე, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და აფერისტობა. ეს მოსამართლე ამაზრზენი არარაობაა“, - განაცხადა გიგი უგულავამ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)