16:52 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 15:46:43, 445 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი კულება - გვჯერა, რომ ნატო შეასრულებს საქართველოსა და უკრაინისთვის 2008 წელს მიცემულ დანაპირებს

2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ საქართველოსა და უკრაინას პირობა მისცა, გვჯერა, რომ ალიანსი შეასრულებს დანაპირებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინითვის ნატო-ში გაწევრიანება დროის საკითხია.

„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ პირობა მისცა საქართველოსა და ურაინას და ჩვენ გვჯერა, რომ ალიანსი არის ინსტიტუტი, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ და ის შეასრულებს დანაპირებს. ჩვენთვის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დროის საკითხია და სხვა კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს, როდესაც საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება“, - განაცხადა დმიტრი კულებამ.

ამასთანავე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ ქვეყანას აქვს ყველა ხელსაწყო იმისთვის, რომ რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.

„პარტნიორებმა, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს უკრაინაში რუსეთის შეჩერებაში, სადაც ის ამჟამად არის. როდესაც მეკითხებიან, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი, მე ვპასუხობ, რომ არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს  ყველა ხელსაწყო იმისთვის, რომ არა მხოლოდ არ გადადგას მეტი ნაბიჯი რუსეთმა, არამედ იმისთვისაც, რომ გაიყვანოს საკუთარი სამხედროები უკრაინის ტერიტორიიან“, - დასძინა დიმიტრი კულებამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics