|
2021-04-13 15:31:50, 591 ნახვა
პოლიტიკა
რომან გორიციძის განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლება მოლაპარაკების პროცესში არაფერს შეცვლის
ნიკა მელიას გათავისუფლება მოლაპარაკების პროცესში არაფერს არ ცვლის, - ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, ნიკა მელიას გათავისუფლება მოლაპარაკების პროცესს ძალიან სერიოზულ, დიდ ლაქას ადებს. „შეუძლებელია, რომ ნიკა მელია არ იქნეს გათავისუფლებული. ეს შეიძლება მოხდეს დღეს, შეიძლება ხვალ, ან ზეგ. ეს არის დროის საკითხი. ნიკა მელიას გათავისუფლება მოლაპარაკების პროცესში არაფერს არ ცვლის. პირიქით, მძევლის აყვანის შემდეგ, რაღაც კომპრომისებზე და დათმობებზე დაყოლიება ეს არის ტერორისტების მეთოდი და მოლაპარაკების პროცესს ამ შემთხვევაში, ძალიან სერიოზულ, დიდ ლაქას ადებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებული სასამართლო პროცესს ესწრება. საქალაქო სასამართლოს ეზოში ნიკა მელიას მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)