16:53 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 12:50:11, 588 ნახვა

პოლიტიკა
ანზორ მელია - პოზიტიური მოლოდინები მაქვს, ხელისუფლება მივიდოდა იმ აზრამდე, რომ მელიას გამოშვება ქვეყანას გამოადგება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამას, დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.

როგორც ანზორ მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება მივიდოდა იმ აზრამდე, რომ მელიას გამოშვება ქვეყნისთვის საჭიროა.

„თავისუფლებაზე უნდა გამოუშვან, რადგან ასე არის საჭირო და ქვეყანას ეს გამოადგება. პოზიტიური მოლოდინები მაქვს იმიტომ, რომ ხელისუფლება ალბათ, მივიდოდა იმ აზრამდე, რომ არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება იყოს ხალხში. ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნიკა გარეთ იქნება.

მე ექიმი ვარ და ყოველდღიურად უამრავ ავადმყოფს ვღებულობ, ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისათვის. ხალხს ძალიან უყვარს ნიკა, არ მეგონა თუ ასეთ სიყვარულს ამ ასაკში დაიმსახურებდა ნიკა. ამიტომ, ხალხმა იცის ვინ უნდა შეიყვაროს“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics