21:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 12:44:51, 467 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციას INL-ის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურომ (INL) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცა.

უწყების განმარტებით, თანამედროვე აღჭურვილობა ხელს შეუწყობს ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდას.

„აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე, აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს დირექტორი - რებეკა ჰანტი და სხვა წარმომადგენლები.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ოჯახში ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, ტრეფიკინგის და სხვა მიმართულებებით“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics