|
2021-04-12 18:30:13, 671 ნახვა
პოლიტიკა
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ზურაბ სიჭინავა უხელმძღვანელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საბაჟო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა წარადგინა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ზურაბ სიჭინავა განათლებით სამართალმცოდნეა. მას, ასევე აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და მინიჭებული აქვს საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. ზურაბ სიჭინავა დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. ამასთან, მას აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ზურაბ სიჭინავას პრეზენტაციის სახით, საქმიანობის ბოლო ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. საბაჟო დეპარტამენტის ახალი უფროსის წარდგენას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)